The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ძიძიგური

ნოდარ ძიძიგური
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1965წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1965-1987წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი, იმავე სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენას; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი, პურისა და რძის ქარხნების (ლიკანში), საავადმყოფო კომპლექსის (ვაშლოვანში), სანატორიუმების ("მთის ხეობა", "პლატო"), კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის (პლატოზე), სასტუმრო "თბილისის" (ბორჯომში), რვასართულიანი და თექსვმეტსართულიანი სახლების, სკოლებისა (დიდ მიტარბში, ახალ უბანსა და ქვაბისხევში) და სხვა სამოქალაქო-სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.681


გააზიარე: