შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ძოწენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1962წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სამშენებლო სამმართველო "თბილმიწქვეშგზამშენში" მშენებელ ოსტატად; 1962-1964წწ. იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის რუსთავის სამშენებლო სამმართველო "მეტალურგმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1974წწ. N5 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1977-1983წწ. იყო სსრკ "მშენბანკის" საქართველოს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1983-1990წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 1991-1992წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1992-1994წწ. თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1997წწ. მუშაობდა სს პრივატიზაციის სპეციალიზებული-საინვესტიციო ფონდ "მთავარინვესტის" მმართველად; 1998-2003წწ. იყო სააქციო საზოგადოებების "ლაოს", "სპეცჰელიოთბომონტაჟის", "მეგობრობის", "ვერძი-94"-ისა და "ბიზნესცენტრი საშენი მასალების" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინალური ინსტიტუტების, სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსების, გამოთვლითი და მართვითი მანქანების ქარხნის, ფარმაცევტული და უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკების, ტაბახმელის ბიოკომბინატის I რიგის, კავშირგაბმულობის სახლის (თბილისში), სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას; არის სსრკ მშენებლობის სამინისტროს სოცშეჯიბრის წარჩინებული (1970). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.682-683 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |