შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მირზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1984 წელს. 1987-1990წწ. სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1986-1987წწ. იყო მანავის საშუალო სკოლის ხატვის პედაგოგი. მუშაობდა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა შემოქმედებით მუზეუმში. 1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ქარი" (1994). "ნატურმორტი ყავის საფქვავით" (1986), "ლურჯი ნატურმორტი" (1974), "თათია პაჭკორია' (1989), "ელენე გედევანიშვილი" (1985), "კახა თოლორდავა" (1985). კოლაჟი "ნიკალა" (1998), "მოღალატე" (1998), "გედი" (1998), "მარქსი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი" (1998). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი (1987), გალერეა "ვერნისაჟი" (თბილისი, 1998, 1999); მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: შემოქმედებითი სახელოსნოების საკავშირო (1990), ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი, საქართველოს ეროვნული გალერეა (1985), საკავშირო, რესპუბლიკის საგაზაფხულო და საშემოდგომო (1984), "ადამიანი, ოჯახი, გარემო", აშშ 6 ქალაქი (1994), საქართველოს ეროვნული გალერე (1997). მისი ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი) ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.338; სიესტა: siestabooks.blogspot.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 128-129 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |