შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი წითლანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარო, ასპინძის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1960წწ. რუსეთში ქ. ჩელიაბინსკის სამშენებლო ტრესტ "იუჟურალტრანსმშენში" სამუშაოთა მწარმოებლი; 1960 წელს ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლი, შემდგომ ასპინძის რაიონის ადგილობრივი მეურნეობის დარგთაშორის კომბინატში მთავარი ინჟინრი; 1961 წელს დაინიშნა ამავე კომბინატის გენერალურ დირექტორად; 1965-1973წწ. ასპინძის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1973-1980წწ. ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1983-1990წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე; 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კპ ასპინძის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ასპინძის №99 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1993-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ასპინძის №5.39 ერთმანდატიანი სარჩევნო ოლქიდან; 1994-1998წწ. იყო ასპინძის რაიონის გამგებელი; 1999-2001წწ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საგადასახადო ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2005წწ. სამცხე-ჯავახეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონული სამმართველოს უფროსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.684-685; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.388; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |