შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1972 წლიდან იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი; 1976-1984წწ. იყო წყალ-სამეურნეო ობიექტების მშენებლობის საკავშირო დაქვემდებარების მთავარი სამშენებლო სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის პირველი მოადგილე; 1984-1990წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის განყოფილებას; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საკოლმეურნეობათაშორისო მშენებლობის საბჭოს თავმჯდომარედ; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქვემო და ზემო სამგორის, ზემო ალაზნის, "ტბისი-კუმისის", "თეზი-ოკამის", ზემო ხაშურის, ტაშისკარის, მალხაზის წვერის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაბლობის დაშრობის ნაგებობების, ალგეთის, ასურეთის, ზონკარის წყალსაცავების, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობებს; არის საირიგაციო სისტემების ანაკრები რკინაბეტონის ღარული სარწყავი არხების ტიპობრივი პროექტირების, შემდეგ კი პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი და მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.685 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |