| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ წიწილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს; მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციათა ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს. 1973-2008წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") ინჟინერ-კონსტრუქტორი, ჯგუფის უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი, სექტორის გამგე, ტექნიკური განყოფილების უფროსი, ექსპერტი-კონსტრუქტორი, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი, საქართველოს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის "პროდუქცია მშენებლობისათვის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კომიტეტის თავმჯდომარე (კომიტეტი არსებობდა "თბილზნიიეპთან"), ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილე; სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად შეთავსებით თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან; 1994-1996წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს მშენებლობის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2000-2002წწ. იყო შპს "ომეგა-2"-ის კონსტრუქტორი, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი; 2002-2004წწ. შპს "ინტერ-სერვისის" მთავარი კონსტრუქტორი, მშენებლობის უფროსი; 2004-2006წწ. შპს "ბურჯის"და 2007-2010წწ. შპს "ბიზნეს კომფორტის" მთავარი კონსტრუქტორი; 2010-2014წწ. შპს "კარდუს" კონსტრუქტორი; 2015 წლიდან არის ა(ა) იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" მთავარი სპეციალისტი; "საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზის და ავარიული შენობების ტექნიკური მდგომარეობის კვლევის" განყოფილების უფროსი; 1991 წელს სსრკ უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება სპეციალობაში "სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები"; 2004 წლიდან აკადემიური დოქტორია; მის მეცნიერული კვლევის სფეროს მიეკუთვნება: სეისმომედეგ შენობა-ნაგებობათა მზიდი კონსტრუქციული სისტემები და მათი სეისმურ ზემოქმედებებზე გაანგარიშების საკითხები მნიშვნელოვან არაწრფივ დეფორმაციათა გათვალისწინებით; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფია. სადისერტაციო თემა - "მრავალსართულიანი კარკასული შენობების სეისმომედეგობის კვლევა დიაფრაგმების დაზიანებათა გათვალისწინებით". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.686-687 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

