The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ძაგანია

დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1914
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1987  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1934-1937წწ. მუშაობდა კავშირგამბულობის მექანიკოსად, "თბილისის კინოსტუდიაში"- ოპერატორის ასისტენტად. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს დაუბრუნდა კინოს, კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში (შემდგომში - ქდსპფ სტუდია) ჩაწერა 300-მდე სამეცნიერო- პოპულარული  და დოკუმენტური ფილმი, მათ შორის: "ბრიუსელის მსოფლიოს გამოფენა", "მსოფლიო ტაშს უკრავს", "ნაირსართულიანი ამერიკა", "პარიზი, პარიზი", "ურუგვაი", "ინკების ქვეყანაში", "საქართველო: "ლეგენდები და სინამდვილე", "ესპანეთის ძიებაში" (გ. ასათიანი), "თეთრი მელია"(ა. ჯალიაშვილი), "სახლი მწერვალზე" (შ. მარტაშვილი), "ნატო ვაჩნაძე" (შ. მარტაშვილი), "ლადო გუდიაშვილი" (ნ. ნენოვა, გ. წულაია), "მტკვრის კვალდაკვალ" (ი. კანდელაკი), "სვეტიცხოველი" (ო. ჭიაურელი), "უშბაზე ძლიერნი" (ბ. კრეპსი), "ქართული არქიტექტურა" (შ. ხომერიკი), "ნაძალადევი" (ლ. სიხარულიძე), "ქვაში ამეტყველებული საუკუნეები" (ი. მგელაძე), "სერგო ქობულაძე" (ო. გურგენიძე), "ალავერდი" (კ. კერესელიძე), "ლოცმანი" (გ. ალექსანდრია) და სხვ. ხმის ოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 207

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: