The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცაცა ჭანკიევა

ცაცა ჭანკიევა
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1991  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ფილოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

1955-1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების შტატგარეშე თანამშრომელი, 1958-1960 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ლაბორანტი, 1960-1970 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1970 წლიდან გარდაცვალებამდე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ძველი ქართული მწერლობის ძეგლის "უძველესი იადგარის" გამოკვლევისა და გამოსაცემად მომზადებისათვის

გააზიარე: