Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადეგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1913 წელს. 1925 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1928 წლიდან მუშაობას იწყებს "რიონჰესის" მშენებლობაზე, შეთავსებით მუშაობს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წელს "რიონჰესის" მშენებლობაზე, პირველად ამიერკავკასიაში, აყალიბებს ბეტონის კონტროლის სამუშაოების ლაბორატორიას; განაგრძობს მუშაობას "სოხუმჰესისა" და "ხრამჰესის" მშენებლობებზე; 1932 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბრუნდება და აყალიბებს კვლევის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი "ლაჯანურჰესის" თაღოვანი კაშხლის ბეტონის ხარისხის კონტროლის საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის დაგეგმარების საქმეში; მისი პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა შერწყმული იყო პედაგოგიურ მოღვაწეობასთან; 1943 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მასალების და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის კათედრის დოცენტი; 1967 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.689 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |