Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მოველი ჭაავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-შახტმშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს. 1961-1965წწ. - "ტყვარჩელშახტმშენის" სამმართველოს ცვლის ინჟინერი, უბნის და შახტის ვენტილაციის უფროსი; 1965-1978წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს უბნის სამთო ოსტატი, შემდეგ, ელექტროსადგურის I რიგის საექსპლუატაციოდ გაშვებამდე უბნის უფროსი; 1978-1980წწ. - უფროსის მოადგილე წარმოების დარგში და მთავარი ინჟინერი; 1980-1983წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, სააქციო საზოგადოება "სპეცჰიდროგვირაბმშენის" გენერალური დირექტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალით და სსრკ დამსახურებული რაციონალიზატორის წოდებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.690; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.410 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |