The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ჭადაძე

ამირან ჭადაძე
Date of birth:20 July, 1945  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ავტოწარმოების სპეციალობით 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1988 წელს.

1960-1968წწ. მუშაობდა ქუთაისის ელექტრომექანიკურ ქარხანასა და აბრეშუმის კომბინატში მღარავად, ზეინკლად, კონტროლიორად; 1968-1970წწ. თბილისის N24 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში - ოსტატად; 1970-1973წწ. მუშაობა განაგრძო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში უფროს ინჟინრად; 1973-1975წწ. სპეცსამუშაოთა N1 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1976წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება "საქსაკოლმეურნმშენში" უფროს ინჟინრად; 1976-1984წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1984-1996წწ. "საქსაკოლმეურნმშენის" სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს პარლამენტის მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნალური მეურნეობის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი (1995წ.); 1996-1997წწ. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" წამყვანი სპეციალისტი; 1997-1999წწ. "საპარლამენტო უმრავლესობის" აპარატის უფროსი; 1999-2004წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "თბილმშენმონტაჟკომპლექსის" გენერალური დირექტორი; 2004-2009წწ. საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.690

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: