Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუდუ ჩოგოვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმი, შემდეგ კი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1941 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1941-1945 წწ. მუშაობდა საიარაღო საამქროს წამყვან ინჟინერ-ტექნოლოგად. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან სამმართველოს უფროსამდე და ტრესტის მმართველამდე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში აშენდა კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მრავალი ათეული საწარმო - ჩაის ფაბრიკები, ღვინის, ლუდის, ლიმონათის ქარხნები, ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტები. 1978 წლიდან მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "თბილხილწყლის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით, სახელმწიფო მედლებით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. წყარო: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", № 180(720), 17 აგვისტო, 1993 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |