The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიკა ჭავჭავაძე

ლიკა ჭავჭავაძე
ოფიციალური სახელი:ელენე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 

1956 წლიდან რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი იყო. მისი თეატრალური როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სლავკა (ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი"), როზიტა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), აქტრისა, დედოფალი რეგანა, ძიძა (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რომეო და ჯულიეტა"), ამანდა (გ. მდივნის "ტერეზას დაბადების დღე"), ბოჟენა (ი. ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), ლუსი, მზარეული ქალი და სტუმარი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" და "კავკასიური ცარცის წრე"), ზოია (ი. კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), ანგუსტიასი (ფ. გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), ევრიქეა (ა. ვალიეხოს "ოცნება"), მირიანის მეგობარი ქალი და რედაქციის თანამშრომელი (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე") და სხვა. მზარეული ("კავკასიური ცარცის წრე") და ელიზაბედ დედოფალი ("რიჩარდ III"). ამ სპექტაკლებით თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. ბოლო როლები იყო მარი ხოფესი (გარსია ლორკას "ბერნადა ალბას სახლი") და მოხუცი დედოფალი ელისაბედი (შილერის "მარია სტიუარტი"). გადაღებულია ფილმებში: "დიდოსტატის მარჯვენა" (ე. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), "აურზაური სალხინეთში" (ლ. ღოღობერიძე, 1975), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (გ. მგელაძე, 1983), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტის თამარ ჭავჭავაძის ქალიშვილი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: