Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჭარხალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1959-1965წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ხრამჰეს-2"-ის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, მშენებლობის უფროსის მოადგილედ; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; ავტორი ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე დაწერილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.695; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.413 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |