The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარდღა ჭაჭიაშვილი

ბარდღა ჭაჭიაშვილი
Date of birth:17 April, 1921  (104 years)
Date of death:20??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1952წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირ-მონღოლეთის სარკინიგზო მაგისტრალის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამავალ მონაკვეთზე სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1952-1958წწ. კოლის ნახევარკუნძულზე სარკინიგზო მაგისტრალის N509, N510 და N511 ობიექტების მშენებლობაზე სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1958-1967წწ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1969წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური განყოფილების უფროსად; თბილისის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1975-1985წწ. იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროსა და 1985-1995წწ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სამმართველოების უფროსის მოადგილე; II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.695-696

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: