The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შადიმან ჭავჭავაძე

შადიმან ჭავჭავაძე
Date of birth:25 February, 1943
Date of death:20 March, 2014  (at 71 years)
Category:Animator, Painter, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1974 წელს.

1974 წლიდან მუშაობდა "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვრად  მ. ჭიაურელისა და ბ. სტარიკოვსკის ფილმებზე. როგორც დამდგმელმა მხატვარმა მონაწილეობა მიიღო ნახატი ("ჭა", ბ. სტარიკოვსკი, 1974) და თოჯინური ("საზამთრო", კ. სულაკაური, 1974) ფილმების შექმნაში. 1975 წლიდან გადავიდა რეჟისურაში, გადაიღო პირველი ქართული აპლიკაციური ფილმი "მებაღე" (ბექა ოპიზარის ორნამენტების მიხედვით, 1975), "ილუზიონისტი და ბიჭი", "ჯადოსნური ცრემლები" (1978), "ველურები" (1979), "ნიუტონის ვაშლი" (1980), "ჭრელი ხე" (1981), "ურჩხულები"(1983), "გზა მოდის და კაცი მისდევს" (ქართული ანდაზების ინტერპრეტაცია, 1984), "სახლი ყველასთვის" (1985), "ვაშლის ხე" (1987), "ზამთრის ეტიუდი", "კაპრიჩიო კომბლესა და სალამურასათვის" (1988), "ლიცენზია" (1989), საავტორო ფილმები: "ციკლი" (1990-1991) და "აღსრულდეს ესე" (ბრედბერის მოთხრობის მიხედვით, 1990), "წუთისოფელი" (1992), "საზღვრები" (1997), პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი "წმინდა მელა" (გოეთეს "რაინეკე მელას"მიხედვით, 2008), "რატომ არა აქვს მთვარეს კაბა" (2009). როგორც დამდგმელმა მხატვარმა მონაწილეობა მიიღო ი. მახარაძის დოკუმენტური ფილმების: "უაილდ ვესტის მხედრები" (1997), "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე" (2000) და ანიმაციური ფილმის "სახლი ლხინისა" (1998) გადაღებაში.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

Share: