შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1981წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენში" ცვლის უფროსად; 1981-1989წწ. "თბილქალაქმშენის" N1 სახლმშენებელ კომბინატში სამუშაოთა მწარმოებლად და სამონტაჟო ნაკადის უფროსად; 1989-1992წწ. კოოპერატივ "მშენებლის" მთავარ ინჟინრად; 1992-1993წწ. მუშაობდა სამშენებლო საწარმო "სპექტრი 92"-ის დირექტორად; 1993 წლიდან სააქციო საზოგადოება "ინტურიმშენი-კამარას" ტრესტ "ინტურმშენტრანსმომარაგების" მთავარ ინჟინრად, შემდეგ იმავე ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1995 წელს იყო სააქვიო საზოგადოება "ინტურმშენი-კამარას" ტრესტ "ინტურმშენტრანსმომარაგების" N1 სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1996-2013წწ. შპს "მშენებლობა, დიზაინი, რეკონსტრუქციას" დირექტორი; 2013 წლიდან შპს "საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში" სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; განხორციელებული აქვს და მონაწილეობდა შემდეგ პროექტებში: საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის შენობის რეკონსტრუქცია, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სანავიგაციო კოშკის შენობის რეკონსტრუქცია-რემონტი, "ექსიმბანკის" სათაო ოფისის რეკონსტრუქცია-რემონტი, განათლების სამინისტროს სასწავლო კორპუსის სარემონტო ბალეტის შენობის გამაგრებისა და სარემონტო სამუშაოები, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის რემონტი, საქართველოს მაგისტრალური მილსადენის კომპანიის ადმინისტრაციული შენობისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-რემონტი; მუშაობის სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების და კერძო ბინათმშენებლობის განხორციელებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.696-697
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |