Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივერი ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა: გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნა 1970 წელს. 1970-1971წწ. მუშაობდა ჭუბერის (მესტიის რაიონი) მარმარილოს კარიერის უფროსად; 1971-1975წწ. მესტიის საგზაო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1983წწ. ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორად; 1983-1986წწ. მესტიის რაიაღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1986-1992წწ. სვანეთის საავტომობილო გზებისა და გარდაბნის საგზაო სამმართველოების უფროსად; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.21 გარდაბნის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №47 მესტიის საარჩევნო ოლქიდან; 1998-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2004 წლიდან კომპანია "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო; ავტორია წიგნის "კაცი-ლეგენდა" (მიხეილ ხერგიანზე). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.698; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.211; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.395 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |