Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან თვალთვაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1982–1988 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის "ორიონის" უფროსი ლაბორანტი; 1988–2004 წწ. იმავე სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 2004-2006 წწ. იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი; 2005 წ. - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი; 2006-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, 2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2010-2015 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2015-2016წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ქართული ენა, ძველი ქართული ენა და შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები. არის მრავალი პროფესიული ასოციაციისა და სარედაქციო საბჭოს წევრი: პატრისტიკული კვლევების საერთაშორისო ასოციაციის, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ათენის ჰუმანიტარული ქსელის დამფუძნებელი წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ჰუმანიტრაული კვლევების წელიწდეულის" სარედაქციო კოლეგიის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორენოვანი ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის "სპეკალის" სარედაქციო კოლეგიის, ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" რედკოლეგიის, საქართველოს მულტილინგვური ასოციაციის ჟურნალის "Homo Loquens" სარედაქციო საბჭოს, სამეცნიერო ჟურნალ "Culture & Philosophy" სარედაქციო საბჭოს წევრი და თსუ ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის რედაქტორი. იგი არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო და ლოკალური სამეცნიერო და სასწავლო გრანტების, პროექტების და პროგრამების შემსრულებელი და ხელმძღვანელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2016 წლის აპრილი-სექტემბერი). წყარო: edu.aris.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |