შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჭირაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სისტემაში; 1968-1976წწ. იყო ტყიბულის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; მუშაობდა ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1976-1994წწ. ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1994-1996წწ. ტრესტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1996 წლიდან სს "საქშახტმშენის" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობითა და კურატორობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ტყიბულის, ტყვარჩელის, ჭიათურის მაღაროები, კვაისის გამამდიდრებელი ფაბრიკა, ურავის დარიშხნის საამქროები და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701-702; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.374 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |