Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ჭიჭაღუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N12 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, ნოსირის სამშენებლო კონსტრუქციების კომბინატში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იყო იმავე სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ "საქსოფმშენრესურსის" მმართველი; 1999 წლიდან იყო თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე და უფროსი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალური დანიშნულებისა და საბინაო ობიექტების მშენებლობაში; განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის საქართველოს სასოფლო მშენებლობის სფეროში ინდუსტრიული მშენებლობის მეთოდების დანერგვის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.702
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |