შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1936 წელს. 1936-1938წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ცვლის უფროსად; 1938-1949წწ. საპროექტო ინსტიტუტებში "თბილჰოდროპროექტსა" და "წყალპროექტში" საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1949-1959წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "სოფელექტრომშენის" მთავარი ინჟინერი; 1960-1969წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1970-1973წწ. "ცეკავშირის" საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელი; 1973-1993წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" მთავარი სპეციალისტი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.703 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |