The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჭკუასელი

ნიკოლოზ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1962-1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უფროს ინჟინრად, უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1964-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საპროექტო ინსტიტუტ "ვოენპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1971-1974წწ. მივლინებული იყო ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საკონსტრუქტორო ბიუროსა და საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, მთავარ ინჟინრად; 1976-1996წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს, ასევე ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო სამუშაოებისა და ახალი ტექნიკის განყოფილების, სამეცნიერო-ტექნიკური და მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოების უფროსად; იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1977-1992წწ. თავმჯდომარეობდა სამშენებლო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; 1996 წლიდან იყო საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის - შპს "საპროექტო-სამშენებლო ინჟინერინგის" - დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა თბილისის სპორტის სასახლის, მეტროსადგურების "დიდუბისა" და "ისნის", საქართველოს რიგი ქალაქების (ბორჯომი, ქობულეთი, სამტრედია, ხაშური და სხვა) სარკინიგზო სადგურების, ამიერკავკასიისა და თურქმენეთის სამხედრო შტაბის დაპროექტებაში; უცხოეთში მოღვაწეობისას ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი სამრეწველო ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობას, ეროვნული კადრების (ინჟინერ-კონსტრუქტორების) მომზადებას; აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო ნორმების, ინსტრუქციების დამუშავებასა და ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვაში, ექსპერიმენტული მშენებლობის პროექტების დამუშავებაში, ავარიებისა და მიწისძვრებისაგან დაზიანებული შენობა-ნაგებობების სალვლევ-საძიებო და აღდგენა-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი და საავტორო მოწმობა; არის მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების აშშ-ის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; დაჯილდოებულია სამახსოვრო მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.704-705

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: