შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგა ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამევნიერო კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1982 წლიდან არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგე, სამშენებლო ფაკულტეტზე ახალი სპეციალობის "საქალაქო მშენებლობა და მეურნეობა" დაარსების ინიციატორი; მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სუსტი გრუნტების შესწავლასა და მათი თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებებს; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.210; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |