შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ მიქაძე![]()
ბიოგრაფია1984-2007 წწ. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. არის ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ჟურნალ "ანეულთან" არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრი. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "ცისკარი", "ჩვენი მწერლობა", "ანეული", "ლიტერატურული საქართველო", "კალმასობა" და სხვ. გამომცემლობა "საარში" გამოიცა მისი მინიატურული პროზის კრებული: "სევდიანიდან მხიარულამდე" (2003); თამარ მიქაძე არის ფოტოალბომის - "დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა" პროექტის ავტორი და შემდგენელი (2009), ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის – "სიტყვანი" რედაქციის წევრი (2010), ალბომის - "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" შემდგენელი (სოფიო ისაკაძესთან ერთად), აგრეთვე ფოტოალბომის გამოცემის პროექტის ავტორი (2016). დიმიტრი ყიფიანის მე-6 თაობის შთამომავალი. სადისერტაციო ნაშრომი - "იოსებ ბაქრაძის ცხოვრება და მოღვაწეობა", დაიცვა 2007 წელს. წყარო: kvira.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |