შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირა მებუკე![]()
ბიოგრაფია1968 წელს სწავლობდა პანტომიმის სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალული ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი დრამის მსახიობის სპეციალობით 1974 წელს. 1970 წლიდან მუშაობდა პანტომიმის თეატრში წამყვან მსახიობად. 1982 წლიდან იყო პანტომიმის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1983 წლიდან ასწავლიდა პანტომიმას და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატიულ თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში. კირა მებუკე იყო პირველი ქართველი მიმი ქალი - მსახიობი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (2004), ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით (2006). მიღებული აქვს პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1979), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის მედალი (ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 2018). ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელის, ამირან შალიკაშვილის მეუღლე. წყარო: tafu.edu.ge; imedinews.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |