Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერიკ ბერნშტეინი![]()
Biography1917 წელს შეუერთდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919 წლის თებერვალში ერიკ ბერნშტეინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. დამფუძნებელ კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაბმის საქმეში. 1920 წლის 9 ნოემბერს გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", გაზ. "ტაიმსზე" დაყრდნობით წერდა, რომ "საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ერიკ ბერნშტეინი გერმანიის კანცლერმა მიიღო". საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. 1930 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ ნოე რამიშვილის გასახსენებელ სამგლოვიარო კრებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა. გარდაიცვალა ბერლინში. გერმანელი სოციალ-დემოკრატი. პროფესიით მასწავლებელი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 70 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |