შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქუჩი ჭუბაბრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალოლბით 1963 წელს. 1963-1986წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" N3 სახელოსნოში მთავარ არქიტექტორად; 1986-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელად; 1969-1972წწ. მისი ნამუშევრებია: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ლიძავის სახელმწიფო აგარაკის II კორპუსი (აშენდა 1969-1972), საქართველოს მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი "ივერია" ქობულეთში (აშენდა 1978-1981), ლაიფციგის საერთაშორისო გამოფენის პავილიონი (1977-1980), საბჭოთა კავშირის პავილიონი იზმირში (თურქეთი) საერთაშორისო გამოფენაზე (1980-1982), სამკურნალო საცურაო აუზი (ზღვის წყალზე) გაგრის სანატორიუმი "თბილისში", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (250-ადგილიანი) დასასვენებელი სახლი სოხუმში (სინოპში), მოსკოვის მსოფლიო სამრეწველო-სავაჭრო პალატის ფილიალი თბილისში (1984-1987), საბჭოთა კავშირის საგამოფენო პავილიონი ბაღდადში (ერაყი, 1988), შპს "შშშ"-ის საცხოვრებელი კომპლექსი ვერაზე (ჯანაშისა და ბარნოვის ქუჩებზე), 1996-2000წწ., ბენზინგასამართი კომპლექსი "ჰანვა-ენერჯი" თბილისში (სანაპიროზე, 2000). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |