The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჭუბაბრია

გიორგი ჭუბაბრია
Date of birth:22 January, 1907
Date of death:2000  (at 92 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წითელი ვარსკვლავი, ხონის რაიონი.

დაამთავრა აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს.

1927-1930წწ. მუშაობდა ტირიფონისა და ალაზნის არხების მშენებლობაზე; 1930-1935წწ. სამშენებლო გაერთიანება ნატახტარმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1937-1940წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1940-1941წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატის საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1941-1942წწ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აეროდრომების მშენებლობაზე სამშენებლო უბნის უფროსად; 1942-1944წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის წყალმომარაგების სამმართველოს "თბილწყალსადენის" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1944 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" უფროსი ინჟინერი, პროექტის მთავარი ინჟინერი, სექტორის უფროსი; იყო ნატახტარის წყალსადენის მშენებლობის სათაო ნაგებობის სამუშაოთა მწარმოებელი, ბულაჩაურის წყალსადენის დაპროექტების მონაწილე; წყნეთის, კოჯრის, კიკეთის წყალმომარაგების, თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონების კომპლექსური ნიაღვარსადენი კანალიზაციის, ორგანული სასუქების ქარხნისა და სხვა ობიექტის პროექტის მთავარი ინჟინერი და ავტორი; ჰქონდა სამეცნიერო-ტექნიკური და გამოყენებითი ხასიათის მრავალი ნაშრომი და არაერთი რაციონალიზატორული წინადადება; არჩეული იყო საქართველოს რიგი ორგანიზაციების სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოების მუდმივმოქმედი კომისიების წევრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705-706; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.104

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჰიდროტექნიკური კომუნალურ-საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი სამეცმიერო მოღვაწეობისათვის

Share: