Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჭურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ელექტრომომარაგების სამმართველოში ("თელასში"); 1941-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1946-1951წწ. მუშაობდა "საქენერგოს" სისტემაში მაღალი ძაბვის ელექტროქსელების მშენებლობა-მონტაჟზე; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჩაიმშენმონტაჟის", შემდეგ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსურსათმშენმონტაჟის" მმართველის მოადგილე, ამავე ტრესტის მმართველი; წლების განმავლობაში (24 წელი) ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტს; მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოსა და თბილისის 51 ჩაის ფაბრიკის, კახეთის ღვინისა და კონიაკის, თბილისის კონიაკისა და შამპანური ღვინის ქარხნების, პურისა და საკონდიტრო ნაწარმის, ხორცისა და რძის, საკონსერვო, ლუდსახარში და უალკოჰოლო სასმელების 14-ზე მეტი საწარმოს მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; მისი ხელმძღვანელობით აშენებული ობიექტების ნუსხაში არის ქვეყნის მრავალი სამეცნიერო-საკვლევი და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები, ასევე, უცხოეთში აგებული 2 ჩაის ფაბრიკა (ვიეტნამში) და ელევატორი (მონღოლეთში); ხელმძღვანელობდა ტრესტის საწარმოო ბაზაზე ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციების მთელი კომპლექტის დამზადებასა და თურქეთში გაზავნას, იზმირის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს პავილიონის ასაგებად; სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ საბჭოთა ქალაქებში (კერძოდ, ტაშკენტისა და მახაჩყალაში) საბინაო-საყოფაცხოვრებო და სოციალური ობიექტების აღდგენა-მშენებლობას; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მრავალი საბრძოლო და სამოქალაქო ორდენისა და მედლის კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.706 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |