შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჭურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს; მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1958-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამშენებლო სამმართველოებში მუშად და მებეტონედ; მუშაობდა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენსა" და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ორგანიზაციაში "თბილორგენერგომშენი", თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების ს/კ ინსტიტუტში ტექნიკოსად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; ოთხი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობა აკავშირებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან, როგორც ამ უმაღლესი სასწავლებლის დოცენტს, პროფესორს, სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, სატრანსპორტო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგეს, ამავე მიმართულების ხელმძღვანელსა და სრულ პროფესორს; 1982-1986წწ. მივლინებული იყო საზღვარგარეთ და კითხულობდა ლექციებს ანაბის (ალჟირი) უნივერსიტეტში (ფრანგულ ენაზე); აქტიურად იყო ჩართული "ხრამჰეს-2"-ის, "ენგურჰესის", "ასუანჰესის" (ეგვიპტე) და "ჟინვალჰესის" ჰიდროტექნიკური კომპლექსის მიწისქვეშა ნაგებობების პროექტირებაში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ საინჟინრო ნაგებობებს შორისაა: ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზა და "თბილისი-ბათუმის" მაგისტრალური სარკინიგზო ხაზის გვირაბი და სხვა; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 2 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალის "ტრანსპორტი" მთავარი რედაქტორი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა 9 საკანდიდატო და 11 სადოქტორო დისერტაციის მოპმზადებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.706-707; გაზეთი "ახალი თაობა": dspace.nplg.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |