შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ციხისელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1984 წელს. 1962-1963 წლებში მუშაობდა სოხუმის საქსოვი ფაბრიკის ელექტროტექნიკოსად, 1963-1964 წლებში - რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის ელექტროტექნიკოსად. 1964-1967 წლებში იგი იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, 1968-1984 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიურ კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე - ელექტრიკოსად, მეაპარატედ, ოპერატორად, ცვლის უფროსად, ტექნოლოგად და საამქროს უფროსად, 1985-1989 წლებში - რესპუბლიკურ გაერთიანება "მეოფერლითში", 1989-1997 წლებში - გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში "ალუ-საქართველო". 1998-2006 წლებში იგი მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში. 2006 წლიდან პენსიონერია. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |