Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით 1959 წელს. 1960 წელს მუშაობა დაიწყო "საქსახწყალპროექტში" ინჟინერ-გეოლოგად; 1960 წელს გადაიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში სპელეოლოგიური საბჭოს სწავლულ მდივნად; 1964-1966წწ. ბიოლოგიის განყოფილების სწავლული მდივანია; 1966-1982წწ. იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწე; 1977-1982წწ. შეთავებით მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1982 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. მის სადოქტორო ნაშრომში აისახა მრავალი წლის შრომის მეცნიერული შედეგები. მისი მეცნიერული ინსტერესის სფერო იყო კარსტი და სპელეოგენეზის პრობლემები თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. შეისწავლა ბუნებრივი ფაქტორების გავლენა კარსტული პროცესების დინამიკაზე, მათ ევოლუციაზე დროსა და სივრცეში. დაადგინა მთიანი ქვეყნების კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების ძირითადი კანონზომიერებანი, რის საფუძველზე შექმნა ახალი მეცნიერული მიმართულება - მოძღვრება მთის კარსტის მიწისქვეშა წყლებზე. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილია მსოფლიოს უღრმესი კარსტული წყალშემცველი სისტემა გაგრის ქედზე. გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ინგლისში, საფრანგეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, იტალიასა და ესპანეთში. იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის მონაწილე. 1964 წელს ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კარსტოლოგთა ედა სპელეოლოგთა პირველ დელეგაციას ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1969 წელს საფრანგეთში. 1983 და 1985 წლებში ხელმძღვანელობდა სსრკ ექსპედიციას ეთიოპიაში აფრიკის უდიდესი მღვიმის სოფ ომარის შესასწავლად. იყო საკავშირო თათბირის ორგკომიტეტის თავმჯდომარე (1978), - "კარსტული მღვიმეების გამოკვლევა მათი საექსკურსიო ობიექტებად გამოყენების თვალსაზრისით". ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმის - "მთიანი ქვეყნების კარსტის კომპლექსური შესწავლა" (1987). იყო საქართველოს სპელეოლოგიის საზოგადოების საბჭოს პერიოდული კრებულის "საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების" რედკოლეგიის თავმჯდომარე, მრავალი სამეცნიერო საბჭოსა და სამთავრობო კომისიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის სპელეოლოგიური საზოგადოების ცენტრალური კომიტეტის ოქროს მედალი (1987). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არაბიკის კირქვული მასივის კარსტი", დაიცვა 1971 წელს (ქ. პერმის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ქვეყნების კარსტის ჰიდროლოგია", დაიცვა 1986 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.69; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.153-154; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 31 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |