შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის მანქანათმშენებელ ქარხანაში, ქუთაისის საოლქო საბჭოს აღმასკომში, წყალტუბოში მშენებარი მშენებარე სანატორიუმის დირექციასა და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაზე; 1957 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ქუთაისის სამრეწველო კომბინატის დირექტორად; იყო ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სამმართველოს ("ენგურჰესმშენის") ვარდნილჰესის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამშენებლო სამმართველო "კაშხალმშენის" უფროსი; 1969-1970წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ტექნიკურ განყოფილებას; 1970-1972წწ. ამავე ტრესტის თბილისის დამხმარე საწარმოთა კომბინატს; 1972-1975წწ. "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.707 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |