The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ოქიტაშვილი

დავით ოქიტაშვილი
Date of birth:9 December, 1965  (58 years)
Category:Economist, Public official, Engineer, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1991 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს.

1983 წლიდან იყო ქარხანა "ცენტროლიტის" მემოდელე-ხარატი; 1984-1986წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1986 წლიდან ქარხანა "ცენტროლიტის" მეყალიბე, ინჟინერ-ტექნოლოგი, შპს "ორიონის" გენერალური მდივნის მოადგილე, 1989 წლიდან ქვესაწარმო "ლორდის" პრეზიდენტი. 1993 წლიდან საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ვაკის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, ცენტრალური სამდივნოს საორგანიზაციო განყოფილების (შემდგომ დეპარტამენტის) უფროსი; 1996 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლების ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების რეფერენტი; 2000-2004წწ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი; 2004-2006წწ. თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი; საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი; 2006 წლიდან კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.379


Share: