შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" მთავარ კონსტრუქტორად; 1964-1967წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" განყოფილების უფროსად; 1969-1970წწ. საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში განყოფილების უფროსად - კოლეგიის წევრად; 1970-1974წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" მთავარ ინჟინრად; 1974-1983წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად - კოლეგიის წევრად; 1983 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის "საქაგრომრეწვის" საპროექტო ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი; მისი მონაწილეობით დაპროექტებული ობიექტებია: თბილისის კონიაკის ქარხანა, თბილისის მაცივარი, ქ. კიროვაბადის ლუდის ქარხანა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები; დაჯილდოებულია საბრძოლო და შრომითი დამსახურებისთვის სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.707-708
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |