The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა ჭიჭინაძე

მარიკა ჭიჭინაძე
Legal name:მარიამ ჭიჭინაძე
Date of birth:3 February, 1959  (66 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლ. იოსელიანის სახელოსნო) 1982 წელს.

მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოფელია, ელო (თ. ჭილაძე "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟისორი – რ. სტურუა), ქეთევანი (შ. შამანაძე "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", რეჟისორი – გ. სიხარულიძე), გულქანი (ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი", რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), ელენე (ა. წერეთელი "სამგვარი სიყვარული", დადგმის ხელმძღვანელი – რ. სტურუა, რეჟისორი – ლ. ბურბუთაშვილი), კორდელია (შექსპირი "მეფე ლირი", რეჟისორი – რ. სტურუა), ნატაშა (გ. ბათიაშვილი "შეთქმულება", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), როსაურა (პ. კალდერონ დე ლა ბარკა "ცხოვრება სიზმარია", რეჟისორი – რ. სტურუა), დედოფალი (ხ. ლევინი "პირდაღებული", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), ლალი, ნია (ლ. თაბუკაშვილი "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე), გერტრუდა (შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – რ. სტურუა), თეკლა (ზ. ანტონოვი "მზის დაბნელება საქართველოში", რეჟისორი – გ. კაპანაძე). მონაწილეა სპექტაკლებისა: "სტიქსი", "ასულნი" (რეჟისორი – რობერტ სტურუა) და სხვ. კინოდებიუტი შედგა მთავარი როლით კომედიაში "ქორწინება იმერულად" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1979). მონაწილეობს ფილმებში: "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (რ. ესაძე, 1981), "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "მიახლოება" (ა. რეხვიაშვილი, 1989), "ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), "ვალსი პეჩორაზე" (ლ. ღოღობერიძე, 1992), "ოცნებების სასაფლაო" (გ. ხაინდრავა, 1997). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 216; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; რუსთაველიოს თეატრის ვბგვერდი: rustavelitheatre.ge


Share: