The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ჭიჭინაძე

ჯემალ ჭიჭინაძე
Date of birth:1 June, 1935  (89 years)
Category:Filmmaker, Screenwriter, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1959 წელს და მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები 1969 წელს.

1959-1969 წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ - ქდსპფ (ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია) სტუდიაში რეჟისორად. 1982-1991 წწ. გაერთიანება "ეკრანის" სამხატვრო ხელმძღვანელია. გადაიღო 50-დე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის აღსანიშნავია: "გულიდან გულამდე" (1970), "შორეული ახლობლები" (1975), "თბილისობა" (1982), "ტყე შეუნახე შვილებსა" (1985), "თუშური ჩანახატები" (1987), "აჭარა" (1988), "ქართული ცეკვები" (1995), "ქართული საგალობლები" (1996), "ყირიმელი ქართველები" (1997) და სხვ. მიღებული აქვს ვარნის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი
ფილმისთვის "გულიდან გულამდე". კინოდოკუმენტალისტი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 216; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.123

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: