შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თავაზ-ყადირ მამაც გული ოღლი გვარამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზიკილია, ახალციხის მაზრა. იყო რსდმპ-ის მენშევიკური ფრთის წევრი. წლების განმავლობაში ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს ახალციხის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატთა საბჭოს წევრი. ახალციხის საკითხთან დაკავშირებით იკავებდა ცალსახად პროქართულ ორიენტაციას. 1919 წელს რედაქტორობდა გაზეთს "განახლებული მესხეთი". ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ და საჯაროდ კიცხავდა ამბოხებულ ბეგებს. 1919 წლის 20 იანვარს მძიმე ავადმყოფი ყადირ გვარამაძე ურმით მიიყვანეს ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ბეგების პროპაგანდას და დაეცვათ სამშობლო. ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში. მუსულმანური ტრადიციის მიხედვით დაკრძალეს იმავე დღეს. ქართველი მაჰმადიანი, სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |