Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხაზარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამტავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამიმოსვლო გზების ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1969 წლიდან სათავეში ედგა რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და სამშენებლო ნაკეთობათა ქარხანას; 1984 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; ხელმძღვანელობდა ავტოსაგზაო გზაგამტარების, სამხედრო ობიექტების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლების, რკინაბეტონისა და სამშენებლო მასალების ქარხნების, ნავთობპროდუქტების გამწმენდი ნაგებობების, ხიდების, ახალი და მეორე ლიანდაგების, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობას საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში; მის მიერ აგებულ ობიექტთა შორის, გამორჩევით უნდა აღინიშნოს თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონის მშენებლობა; აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში; გარკვეული წილი აქვს შეტანილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში; ახალგაზრდობის პერიოდში თბილისის "ლოკომოტივის" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.709-710; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.119-175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |