The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მიქაძე

გივი მიქაძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1924
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 2008  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1954 წელს მუშაობდა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში; 1956–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1974–1987წწ. ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ (ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინსტიტუტში – ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის გამგედ. მისი კვლევის საგანი იყო ძველი ქართული ლიტერატურა, XIX ს. I ნახევრის მწერლობა, ასევე – ახალი და უახლესი ლიტერატურის ისტორია. მანვე შეისწავლა და აღწერა უძველესი ქართული ხელნაწერები; საყურადღებო გამოკვლევები აქვს "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შესახებ; დიდი ამაგი დასდო კრიპტოგრაფიის, ქართულ ფსევდონიმთა, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო საქმიანობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის შესწავლას და სხვ. მნიშვნელოვანია მის მიერ შედგენილი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს ხანას პირველი ქართული წიგნის დაბეჭდვიდან XX ს. 80-იან წლებამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა საქართველოსა და რუსეთის სიძველეთსაცავებში. არის 20-მდე წიგნისა და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი მეუღლე ლალი პატარია იყო დიმიტრი ყიფიანის მე-5 თაობის შთამომავალი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980).

წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან /შემდგენლები: თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე.-თბ.,2016; facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების მედალი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: