Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ჩრდილელი![]()
Biographyსაბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის "სამხედრო ცენტრის" წევრი. მაიორი დიმიტრი ჩრდილელი 1921 წელს თბილისის დაცვის დროს მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას. 21 თებერვალს გაგზავნილ იქნა ტაბახმელას პოზიციებზე და იქ სამხედრო სკოლასთან ერთად იბრძოდა 25 თებერვლამდე. სამხედრო სკოლის უფროსი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: "მაიორი ჩრდილელი ენერგიული და შეუდრეკი ოფიცერი იყო". დამფუძნებელი კრების წევრი რეზო გაბაშვილი იგონებდა: "მივედი ფრონტზედ (ტაბახმელაში), ბრტყელ ბექობზე იდგა ოთხი პატარა, სამთო ზარბაზანი. დახატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი ჩრდილელი ბრძანებლობდა ამ ბატარეას". ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართევლოში. იყო "სამხედრო ცენტრის წევრი". დააპატიმრეს 1923 წელს. პოლკოვნიკ გ. ხიმშიაშვილის ძმა, ალექსანდრე, რომელიც იმავე საპატიმროში იმყოფებოდა, სადაც "სამხედრო ცენტრის" წევრები იყვნენენ ასე იხსენებს 18 თუ 19 მაისს: "გამოჩნდა კაპიტანი მიტო ჩრდილელი, გამხდარი - ხალათის გასწორებით, დადგა ჩემი საკნის კარების წინ გაუბედავად. შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილების მიღებით, სწრაფად მობრუნდა და აღელვებული ხმით ხმამაღლა წამოიძახა: "უთხარი მათ, რომ მე დამხვრიტეს. ვკვდები, როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს". დახვრიტეს სხვებთან ერთად 20 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. თუმცა არსებობს სხვა ცნობაც, რომლის თანახმადაც დიმიტრი ჩრდილელი ცოცხლად დამარხეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, ქართლელ აზნაურთა საგვარეულოდან. წყარო: gmas.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |