Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილარიონ მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშაკთა პარტიის წევრი 1906 წლიდან. მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში კავკასიაში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის კომიტეტის წევრი (1910). აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მუშაობაში სარატოვში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის სარატოვის გუბკომის წევრი (1917). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის პეტროგრადის ქალაქკომის წევრი (1918). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის ქალაქკომის წევრი (1919). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთების ("პრავდა" და "იზვესტია") სტატიების ავტორი. სამოქალაქო ომის პერიოდში იყო წითელი არმიის პირველი კავალერისტული არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის კიევის გუბკომის ბიუროს წევრი (1920), რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრესის ქვეგანყოფილების გამგე. სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის ერთ-ერთი დამაარსებელი და უფლებამოსილი რეფერენტი (1921). ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვის პერიოდში იყო "მემარცხენე კომუნისტი". 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციის და პროპაგანდის განყოფილების ყოველკვირეული გამოცემის - "Красная печать"-ის რედაქტორი, ჟურნალ "На литературном посту" რედაქტორი, პროლეტარ მწერალთა რუსეთის ასოციაციის მდივანი (РАПП - მწერალთა კავშირის ანალოგი). 1920-იან წლებში მეგობრობდა მთელ რიგ ცნობილ პოეტებთან და მწერლებთან. ითვლებოდა ცნობილი პოეტის, სერგეი ესენინის ლობისტად. კომუნისტურ პარტიაში მემარცხენე ოპოზიციის აქტიური მონაწილე (1925). 1927 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, როგორც "ტროცკისტული ოპოზიციის" (სტალინის მთავარი ოპონენტის, ლევ ტროცკის გუნდი) აქტიური წევრი. 1928 წელს აღადგინეს. 1935 წელს კვლავ გარიცხეს და ამავე წელს დააპატიმრეს. მისჯილი ჰქონდა 10 წლით პატიმრობა. 1941 წლის 7 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე წლის 27 ივლისს მოსკოვში, "კომუნარკასთან". რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |