The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია ხაზარაძე

მამია ხაზარაძე
Date of birth:1 July, 1932
Date of death:2005  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1970წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ბრიგადირად და ოსტატად, უფროსის მოადგილედ; 1970-1975წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველოს; 1975-1993წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; 1995 წელს სათავეში ჩაუდგა მის მიერ დაფუძნებულ სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელ-95"-ს; მონაწილეობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის, კრწანისის სასათბურე მეურნეობის, საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში; ხელმძღვანელობდა თბილისის ყოფილი უნივერმაღის (მარჯანიშვილის ქუჩაზე) უნიკალური შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; თავისი ინიციავიტითა და ძალებით მშობლიურ სოფელ ბაშში ააშენა მარიამის სახელობის ეკლესია; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.710

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

Share: