შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1970წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ბრიგადირად და ოსტატად, უფროსის მოადგილედ; 1970-1975წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველოს; 1975-1993წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; 1995 წელს სათავეში ჩაუდგა მის მიერ დაფუძნებულ სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელ-95"-ს; მონაწილეობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის, კრწანისის სასათბურე მეურნეობის, საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში; ხელმძღვანელობდა თბილისის ყოფილი უნივერმაღის (მარჯანიშვილის ქუჩაზე) უნიკალური შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; თავისი ინიციავიტითა და ძალებით მშობლიურ სოფელ ბაშში ააშენა მარიამის სახელობის ეკლესია; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.710 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |