The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ხაინდრავა

გურამ ხაინდრავა
Date of birth:6 July, 1934  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წულუკიძე (ახლანდელი ხონი).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1958 წელს.

1958-1966წწ. მუშაობდა ლაგოდეხის, ხობისა და ლანჩხუთის საბჭოთა მეურნეობის ინჟინერ-მექანიკოსად, მთავარ მექანიკოსად, მთავარ ინჟინრად; 1967-1976წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის სამმართველოს; 1977-1994წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" N7 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილე, უფროსი, ტრესტის მთავარი მექანიკოსი; 1994 წლიდან სათავეში ედგა სამშენებლო სამმართველო "კოლხეთმშენს"; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა კოლხეთის დაბლობის დაშრობა-ათვისების სამუშაოებს, ქ. ფოთის კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; არჩეული იყო ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.711; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.165

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: