The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ხალვაში

იოსებ ხალვაში
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბატუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკურ ურთიერთობების სპეციალობით.

1957 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა "აჭარკოოპკავშირის" სარემონრო კანტორაში, კომპლექსური ბრიგადის ხელმძღვანელად; 1960-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1966-1970წწ. სამრეწველო საწარმოების კომბინატის საყალიბო საამქროს უფროსად; 1971-1973წწ. სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1971-1973წწ. ჭოროხის ინერტული მასალების ქარხნის დირექტორად; 1973-1974წწ. N5 სამშენებლო ტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1974-1982წწ. იყო აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საგზაო სამმართველოს უფროსი; 1982-1991წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1991-2002წწ. აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა და აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, კომერციულ ბანკ "ლიბერთის" მმართველის მოადგილე ადმინისტრაციისა და მშენებლობის დარგში; შპს "ჭოროხი-2009"-ის დირექტორია; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.711

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: