Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგიტა ჭყონია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (თ. აბულაძისა და ი. კვირიკაძის სახელოსნო) 1979 წელს. სტუდენტურ ექსპერიმენტულ ფილმში "ეტიუდი N2" ("ტაძარი", 1979) დაწყებული "სუფთა კინოს" გამოსახულებით საშუალებათა ძიება შემდგომ ფილმებში განავითარა. "ქართული ფილმის" გაერთიანება "დებიუტში" გადაიღო "ორი იბერიკა" (მ/მ 1982) და "ღამის პეპელა"(მ/მ, 1984). "ქართულ ფილმში" დადგა სრულმეტრაჟიანი ფილმი "მამა, შვილი და ნიავი"(1988). ექსპერიმენტული ძიებანი გააგრძელა ფილმებში: "ხედვის ანბანი" (1994, მსახ.) და "სერანილია -დაგვიანებული დღიური" (ანიმ., 2005). გადაღებულია ფილმებში: "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი, 1987), "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996), "კავშირი" (გ. ბარაბაძე, 2005). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 218
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |