შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ხარაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1967 წლიდან მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სამხრეთლითონკონსტრუქციის" რუსთავის ლითონკონსტრუქციების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უბნის სამუშაოთა მწარმოებლად და მთავარ ინჟინრად; მივლინებული იყო ირანში, ისპაჰანის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე უფროს სპეციალისტად; იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "თბილფოლადკონსტრუქციის" უფროსი, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა საქართველოსა და სომხეთის მთელი რიგი ობიექტების, მათ შორის, თოთხმეტსართულიანი სახლების, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრაციული კორპუსის (თბილისში), თბილისისა და ერევნის ტელეანძების, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის, რუსთავის ქიმკომბინატისა და კაპროლაქტამის წარმოების, თურქეთ-საქართველოს ახალციხის საბაჟოზე წარმოებულ სარეკონსტრუქციო და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.712 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |