The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ხატიაშვილი

კობა ხატიაშვილი
ოფიციალური სახელი:გივი ხატიაშვილი
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" არქიტექტორად; 1963-1964წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოსთან არსებული სპეციალურ სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში უფროს მხატვარ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-2006წწ. იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1971-1974წწ. მივლინებული იყო გვინეის რესპუბლიკაში (აფრიკა) მუშათა დაბის დასაპროექტებლად და მშენებლობის საავტორო ზედამხედველობისთვის; 1990 წელს მიიწვიეს საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" თბილისის ს. ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტის (არქ. თ. ბოჭორიშვილთან ერთად) დასამუშავებლად; 1994-1996წწ. მუშაობდა მოსკოვის სამშენებლო ორგანიზაციის საპროექტო ბიუროში პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1997-2002წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანია "კავუნიტექსის" საპროექტო ბიუროს; 2003-2005წწ. მუშაობდა "ცენტრ პოინტის" საპროექტო ჯგუფში პროექტის მთავარ არქიტექტორად; სხვადასხვა დროს მუშაობდა (კოლეგებთან ერთად) მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საცხოვრებელი დასახლების (1976), დაბალმჭიდრო განაშენიანებაზე გათვლილი 3-4-სართულიანი ექსპერიმენტული სახლების პროექტების შემუშავებაზე (პროექტები განხორციელდა თელავში, სიღნაღში, გორში, ცხინვალსა და თბილისში დიდ დიღომსა და ზღვის უბანში); საბჭოთა კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტმა მას უმაღლესი შეფასება ("საუკეთესო ხარისხი") მიანიჭა; არის არქიტექტორთა საკავშირო, რესპუბლიკური და შიდასაინსტიტუტო კონკურსების გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.715


გააზიარე: